Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა კომპანია KPMG-ის წარმომადგენლებთან

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსების, აუდიტის და ბიზნეს-კონსულტირების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ჩატარდება შეხვედრა საერთაშორისო კომპანია KPMG წარმომადგგენლებთან 20 მაისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.

ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პროფესიული მომსახურების და ე.წ. “Big 4” კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო და სხვა ბიზნეს სერვისებს სთავაზობს.

შეხვედრის ფარგლებში KPMG საქართველოს საგადასახადო და აუდიტის დეპარტამენტების მენეჯერები, HR გუნდთან ერთად, სტუდენტებს გაუზიარებენ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების, კორპორაციული კულტურისა და რეალური სამუშაო გამოცდილების შესახებ.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია: https://forms.gle/jJGCaNJAE5eAhuud6

თარიღი: 18/05/2026